გამოფენის გახსნა სახელწოდებით ,, გონების სიმშვიდე” (ბერლინი, გერმანია)
05-19. 05. 2023
ბერლინი, გერმანია Galerie Salon Halit Art
გამოფენის გახსნა სახელწოდებით ,, გონების სიმშვიდე”
ჩვემ წარმოვადგენთ ქართულ ხელოვნებას ბერლინში – გამოფენით ,, გონების სიმშვიდე ‘’. გამოფენაზე 18 ქართველი ხელოვანი იღებს მონაწილეობას და ყველას სხვადასხვა სახით ეძებს იმას, რასაც ადამიანებისთვის სიმშვიდე მოაქვს. ტურბულენტურ სამყაროში ხელოვანთა ღრმა ემოციებით ნამდვილად გამოწვევაა გონების სიმშვიდის პოვნა, თუმცა ყველაზე რთული ემოციების დროსაც კი შესაძლებელია სიტუაციის გვერდიდან შეხედვა, რაციონალურად გაანალიზება და სიმშვიდის პოვნა, სწორედ ამ იმედიც მოსაცემად წარმოვადგენთ ჩვენ ჩვენს ნამუშევრებს ამჯერად გერმანელი დამთვალიერებლის წინაშე.
ქართული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარებაც კი ირეკლება ნამუშევრებში და ეს არის ჩვენი მცდელობა ვიპოვოთ სიმშვიდე და აუდიტორია ევროპულ საზოგადოებაში. ჩვენ გვაქვს ბედნიერება ჩვენი კულტურა მივუტანოთ გერმანულ საზოგადოებას და თავი ევროპული ფასეულობებისა და თავისუფლების ნაწილად ვიგრძნოთ.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ თანამედროვე ქართველი ხელოვანები სხვადსხვა მედიუმისა და სტილის ნამუშევრბით, ყველა მათგანში ჩვენ დავინახავთ განსხვავებულ იდეებსა და მიდგომებს იმის შესახებ, თუ როგორ ვიცხოვროთ მშვიდად.